პოლიციამ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 7 ადამიანი დააკავა

„შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, – ნათქვამია „ლე ფიგაროს“ ბლოგში.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაკავება დღეს დილით ფრანგულ ქალაქებში: შარლევილე-მეზირეში და რეიმსში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პოლიციამ ორი ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი. იძებნებიან ძმები კუაშები – 34 წლის საიდი და 32 წლის შერიფი. სამართალდამცავების გაფრთხილებით, ძმები შეიარაღებულები არიან. უცხოური პრესის ინფორმაციით, მესამე ეჭვმიტანილი, 18 წლის ამიდ მურადი პოლიციას ჩაბარდა. მურადის მტკიცებით, ის დამნაშავე არ არის. მურადის მეგობრების ფეისბუქში დაწერილი განცხადებების თანახმად, თავდასხმის დროს ის სკოლაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები