კუბამ ამერიკის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ტყვედ მიჩნეული ახალგაზრდები გაათავისუფლა

კუბამ ის სამი ახალგაზარდა გაათავისუფლა, ვისაც ამერიკის ხელისუფლება პოლიტიკურ ტყვედ მიიჩნევდა. ახალგაზრდების დაკავებას კუბის ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაციები გამუდმებით აპროტესტებდნენ, მაგრამ ყოველი მათი მოთხოვნა და საპროტესტო აქცია უშედეგოდ მთავრდებოდა.
25 წლის ენრიკე მირანდა და 19 წლის ტყუპი ძმები დიეგო და ბიანკო მარტინები დღეს დილით გაათავისუფლეს. სამივე მათგანი კუბის ოპოზიციური ფრთის ” კუბის პატრიოტული გაერთიანების” წარმომადგენლები იყო. ისინი 2012 წლის დეკემბერში სახელმწიფო რეჟიმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზების გამო დააკავეს. ახალგაზრდები დღემდე საპატიმროში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები