რუსეთმა დონბასში მე-11 ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა

რუსეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების რიგით მე-11 კოლონა მიემართება. დახმარება ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში გაიგზავნება. კოლონა 120 სატვირთო მანქანისგან შედგება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინის მოსახლეობას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება ეგზავნებათ: პროდუქტები, ბავშვთა კვება, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების საერთო წონა 1,4 ათასი ტონაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები