ინდონეზიაში, იავას ზღვაში ჩაძირული ავიალაინერის ზედაპირზე ამოტანა სურთ

ინდონეზიის სამაშველო სამსახურს იავას ზღვაში ჩაძირული ავიალაინერის ზედაპირზე ამოტანა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დღეს დილიდან იავას ზღვაში ინტენსიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 6 სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ხომალდი თვითმფრინავის ზედაპირზე ამოტანას ცდლობს, მაგრამ ყოველი მათი მცდელობა ამ დრომდე უშედეგოდ მთავრდება. არის საშიშროება, რომ ავიალაინერის ამოტანის პროცესში გემი ორ ნაწილად დაიშლება და სამუშაოები უშედეგოდ დასრულდება. მაშველები განსაკუთრებით ფრთხილობენ. თვითმფრინავის ზედაპირზე ამოტანა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პილოტების კაბინაში ჯერ კიდევ ინახება შავი ყუთი. სწორედ ამ ყუთის მეშვეობით არის შესაძლებელი ავიალაინერის ჩამოვარდნის რეალური მიზეზის დადგენა.
შეგახსენებთ, რომ „ეარ აზიას“ ავიალაინერი ინდონეზიის საჰაერო სივრცეში 28 დეკემბერს გაუჩინარდა. ის სურაბაი სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა. რეისზე სულ 162 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

10921872_1531537200431185_1767201824_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები