ხოდორკოვსკი მედიას ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

 

   „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი მოწოდება ხოდორკოვსკიმ ტვიტერის საშუალებით გააკეთა.
გარდა ამისა „იუკოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა პარიზში ტერაქტისას დაღუპული ჟურნალისტების ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. სროლის შედაგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.
“ბი-ბი-სის” ცნობით, სატირულმა ჟურნალმა “ტვიტერზე” ბოლოს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

10906344_585068451636841_8340855295056829534_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები