“ისლამურმა ხალიფატმა” პარიზის ტერაქტი მოიწონა

რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ხალიფატი“ ფრანგულ ჟურნალ Charlie Hebdo–ზე დღეს განხორციელებულ ტერორისტულ აქტს იწონებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ისლამის ლომებმა ჩვენი წინასწარმეტყველისთვის შური იძიეს“, – განუცხადა სააგენტოს „ისლამური ხალიფატის“ სირიელმა წარმომადგენელმა აბუ მუსაბმა.
მისი სიტყვებით, ტერაქტი დასავლეთ ევროპელ „ჯვაროსნებთან“ ისლამისტების ბრძოლაში პირველი ნაბიჯი გახდა.
ამის მიუხედავად, „ისლამური ხალიფატი“ მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ზოგიერთი მონაცემებით, თავდამსხმელებს კავშირი სხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, კერძოდ კი „ალ–ქაიდასთან“ ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები