ობამა საფრანგეთს პარიზში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდა

აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად დაგმო პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo–ზე განხორციელებული თავდასხმა და საფრანგეთს ამ დანაშაულის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. პრეზიდენტის სპეციალური განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტს და მე ჩემს ადმინისტრაციას მითითება მივეცი ნებისმიერი საჭირო დახმარება წარმოადგინინონ იმისთვის, რომ ტერორისტები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. საფრანგეთი – ამერიკის უძველესი მოკავშირეა, რომელიც შეერთებულ შტატებს ტერორიზმთან ბრძოლაში ყოველთვის მხარში ედგა“, – აღნიშნა ობამამ.
ამასთან, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა ტელეკომპანია MSNBC–თან ინტერვიუში განაცხადა, ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომლები ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის საქმეზე ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.
მისივე თქმით, ტერაქტის საქმის გამოძიება დასაწყის სტადიაზეა და წინასწარ რაიმე შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები