ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შედეგად მთავარი რედაქტორი და სამი კარიკატურისტი დაიღუპა

პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის დროს მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი დაიღუპა.
როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, ორი თავდამსხმელი “კალაშნიკოვებით”იყო შეიარაღებული და მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
საფრანგეთის დედაქალაქში სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები