ჟურნალმა „შარლი ებდომ“ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ თავდასხმამდე ერთი საათით ადრე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები სწორედ ერაყში და სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის პოლიციის 2 ოფიცერი.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
ცნობისთვის, „შარლი ებდოს“ რედაქციის ფანჯარაში 2011 წლის ნოემბერში რაღაც ნივთიერებით სავსე ბოთლი შეაგდეს. შედეგად, რედაქციაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა მეორე დღეს მოხდა იმ ჟურნალის ნომრის გამოცემიდან, რომლის მთავარ რედაქტორადაც წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოცხადდა. გარეკანზე გამოსახული იყო წინასწარმეტყველის კარიკატურა.
2005 წელს ჟურნალმა მუსლიმების მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა. იმ დროს გამოცემამ დანიური გაზეთიდან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ასლი გამოაქვეყნა. ჟურნალის წინააღმდეგ მუსლიმების შეურაცხყოფის ბრალდებით სარჩელი შეიტანეს. 2 წლის შემდეგ კი ეს ბრალდება მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები