იემენში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი
იემენის დედაქალაქ სანაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. უცხოური პრესის მონაცემებით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიჭრა.
აფეთქება პოლიციის კოლეჯის მახლობლად მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, „კამიკაძე“ ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმული მიკროავტობუსით გამოცდაზე მისულ ადამიანებს დაეჯახა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ქალაქის სხვა ნაწილებშიც ისმოდა.