გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო უკრაინას 500 მილიონ ევროს ასესხებს
გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობით სესხს შესთავაზებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.
„საუბარია მიზნობრივ სესხზე, რომლის შესახებ კანცლერი ანგელა მერკელი ჯერ კიდევ წინა წლის აგვისტოში კიევში ვიზიტის დროს საუბრობდა. სესხის ოდენობა 500 მილიონ ევროს შეადგენს“, – განაცხადა სამინისტროს თანამშრომელმა.