ფრანგული ჟურნალის თანამშრომლებზე თავდასხმისას მკვლელები „ალაჰ აკბარს“ ყვიროდნენ (ვიდეო)
ფრანგულმა ტელეკომპანია France 2-მა ფრანგულ სატირული ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა. ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ყვირიან სროლისას მკვლელები: „ალაჰ აკბარ“. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელები ასევე გაიძახოდნენ: „წინასწარმეტყველის გამო შური ვიძიეთ“.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის პოლიციის 2 ოფიცერი.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციის ფანჯარაში 2011 წლის ნოემბერში რაღაც ნივთიერებით სავსე ბოთლი ისროლეს. შედეგად, რედაქციაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა მეორე დღეს მოხდა იმ ჟურნალის ნომრის გამოცემიდან, რომლის მთავარ რედაქტორადაც წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოცხადდა. გამოცემის გარეკანზე გამოსახული იყო წინასწარმეტყველის კარიკატურა, რომელიც ამბობდა: „მათრახის ასი დარტყმა, თუ არ გეცინებათ“. სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ ჟურნალმა ასე ტუნისის არჩევნებში ისლამური პარტიის გამარჯვება აღნიშნა.
2005 წელს ჟურნალმა მუსლიმების მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა. იმ დროს გამოცემამ დანიური გაზეთიდან წინასწარმეტყველ მუჰამადის კარიკატურის ასლი გამოაქვეყნა. ჟურნალის წინააღმდეგ მუსლიმების შეურაცხყოფის ბრალდებით სარჩელი შეიტანეს. 2 წლის შემდეგ ბრალდება მოხსნეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZlwHZmWdsgs” width=”560″ height=”315″]