ეკა ბესელია: პატრიარქმა დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის სიძლიერე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის საშობაო ეპისტოლე შეაფასა. დეპუტატის განცხადებით, პატრიარქმა საზოგადოება დააფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის სიძლიერე, ისევე როგორც ქვეყნის სიძლიერე და ქალის პატივისცემა.
“ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება იმას მივაქციე, რომ განსაკუთრებული აქცენტი მან ოჯახის თემაზე, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე, ურთიერთპატივისცემასა და მოვალეობებზე გააკეთა. ძალიან საყურადღებო იყო უწმინდესის მოსაზრება ქალთა უფლებების ხელყოფის, ძალადოების ფაქტებზე, სადაც ამბობს, რომ საჭიროა მეტი დიალოგი, მეტი ღია სივრცე იმისთვის, რომ პრობლემებზე საუბრისა და გადაწყვეტის დროს გამოიძებნოს საშუალებები, ასევე თითოეული ადამიანის თვითრეალიზება საჭიროა იმისთვის, რომ ძალადობის ფაქტები აღარ იყოს და მოქალქეებს მიეცეთ საშუალება იმისა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ”, – აღნიშნა ბესელიამ.