ფრანგული სატირული ჟურნალის რედაქციაში 10 ადამიანი მოკლეს – ვიდეო
პარიზის ცენტრში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. სააგენტო „როიტერი“ კი 10 დაღუპულის შესახებ იტყობინება. პრესაში გავრცელებული მონაცემებით, „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ისროდნენ. თვითმხილველებმა სულ მცირე 30 გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. სროლის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, „შარლი ებდოს“ რედაქციის ფანჯარაში 2011 წლის ნოემბერში რაღაც ნივთიერებით სავსე ბოთლი შეაგდეს. შედეგად, რედაქციაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა მეორე დღეს მოხდა იმ ჟურნალის ნომრის გამოცემიდან, რომლის მთავარ რედაქტორადაც წანასწარმეტყველი მუჰამედი გამოცხადდა. გარეკანზე გამოსახული იყო წინასწარმეტყველის კარიკატურა.
2005 წელს ჟურნალმა მუსლიმების მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა. იმ დროს გამოცემამ დანიური გაზეთიდან წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ასლი გამოაქვეყნა. ჟურნალის წინააღმდეგ მუსლიმების შეურაცხყოფის ბრალდებით სარჩელი შეიტანეს. 2 წლის შემდეგ კი ეს ბრალდება მოიხსნა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=P3j4lS7UG0Q” width=”560″ height=”315″]