დევიდ ქემერონი და ანგელა მერკელი უკრაინის სიტუაციას განიხილავენ

უკრაინის კრიზისი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება. მხარეები ერთმანეთს ბრიტანეთში შეხვდებიან, – წერს „ბი-ბი-სი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგში ასევე ევროკავშირში ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ტერორიზმთან და ებოლას ვირუსთან ბრძოლა შედის.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას მერკელის საახალწლო მიმართვაში უკრაინის კრიზისში რუსეთის როლმა მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა.
მერკელის განცხადებით, კრემლის პოლიტიკამ შეარყია „ევროპაში მშვიდობიანი ყოფის საფუძვლები“. კანცლერის თქმით, ევროკავშირი მსგავს საქციელს არ მოითმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები