იემენის დედაქალაქში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

30 ადამიანი დაიღუპა და 50 – დაიჭრა იემენის დედაქალაქ სანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ქვეყნის სამართალდამცავებმა განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება პოლიციის კოლეჯის მახლობლად მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, „კამიკაძე“ ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმული მიკროავტობუსით გამოცდაზე მისულ ადამიანებს დაეჯახა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ქალაქის სხვა ნაწილებშიც ისმოდა.
ცნობისთვის, ჯერჯერობით პასუხისმგებლობა მომხდარზე არც ერთ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები