ობამამ კანადიდან მექსიკის ყურემდე ნავთობსადენის მშენებლობის პროექტს ვეტო უნდა დაადოს
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანადიდან მექსიკის ყურემდე ნავთობსადენ Keystone XL-ის მშენებლობის პროექტს ვეტო უნდა დაადოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროექტი კონგრესის დადებით შეფასებას დაიმსახურებს, – წერს „ბი-ბი-სი“.
სავარაუდოდ, კონგრესი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში განიხილავს.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულება 5,4 მილიარდი დოლარია, 2008 წელს შეიქმნა.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პროექტისადმი თავიდანვე კრიტიკულად იყო განწყობილი. მისი აზრით, მშენებლობისგან უფრო მეტ სარგებელს კანადის ნავთობკომპანიები მიიღებენ.
პროექტმა ასევე გარემოს დამცველების კრიტიკა დაიმსახურა. მათი აზრით, ნავთობსადენის ამოქმედებამ შესაძლოა, ნავთობის გაჟონვა გამოიწვიოს. „ჩვენ არ ველით იმას, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა. მისი თქმით, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტი ნავთობსადენის შტატ ნებრასკას გავლით დაგების ვარიანტს განიხილავს.
შეგახსენებთ, ნოემბერში ნავთობსადენის მშენებლობას აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლების პალატამ დაუჭირა მხარი.