მაშველებმა „ეარ აზიას“ ლაინერის კუდი იპოვეს

მაშველებმა იავანსკის ზღვაში ავიაკომპანია „ეარ აზიას“ დამსხვრეული თვითმფრინავის კუდი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლაინერის უკანა ნაწილში „შავი ყუთებია“ განლაგებული, რომლებიც თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების შესახებ შეიცავენ ინფორმაციას.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაინერის კატასტროფის დღეს ავიაკომპანია „ეარ აზიას“ ინდონეზიის ხელისუფლებისგან მარშრუტით სურაბაია-სინგაპური ფრენის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდა. ინდონეზიის მთავრობის განცხადებით, ისინი საკითხს შეისწავლიან, თუ როგორ გაფრინდა ლაინერი ნებართვის გარეშე. ხელისუფლების თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ეარ აზიას“ მალაიზიური ლაინერი რადარებიდან 28 დეკემბერს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 17 ბავშვი, 1 ახალშობილი და ეკიპაჟის 7 წევრი. ამ დროისთვის ნაპოვნია დაღუპულთა 40 გვამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები