სტამბულში თვითმკვლელმა ქალბატონმა პოლიციის განყოფილებაში თავი აიფეთქა

სტამბულის ცენტრში არსებულ პოლიციის განყოფილებაში თავი თვითკვლელმა ქალბატონმა აიფეთქა. აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიჭრა, რომელთაგან ერთი შემდგომ მიღებული ჭრილობებისგან ჰოსპიტალში დაიღუპა. ტერაქტის შედეგად, რომელიც სტამბულის ისტორიულ რაიონში სულტანახმეტში მოხდა, თვითმკველი ტერორისტიც ასევე დაიღუპა. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს. სტამბულის მერის კადირ ტოპბაშის განცხადებით, ტერორისტმა აფეთქებისთვის ე.წ. „შაჰიდის ქამარი“ აამოქმედა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ თვითმკვლელმა ხელყუმბარა ააფეთქა. აფეთქებამდე პოლიციის განყოფილებაში მისულმა ტერორისტმა განაცხადა, რომ პოლიციაში საფულის დაკარგვის გამო იმყოფებოდა. ამ დროისთვის პოლიციელები მისი ვინაობის დადგენას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები