გერმანიაში ისლამიზაციის მოწინააღმდეგეების და ტოლერანტების ურთიერთსაწინააღმდეგო აქციები იმართება

გერმანიაში ისლამიზაციის მოწინააღმდეგე ორგანიზაცია „პეგიდას“ გამართული აქციების შემდეგ, რომელშიც გერმანის ქალაქებში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ქვეყანაში ტოლერანტული ძალების აქციები გაიმართა. მანამდე გერმანიის ბევრმა ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ „პეგიდას“ საწინააღმდეგო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელშიც ამ ორგანიზაციის ანტიისლამური და ანტიიმიგრანტული იდეები დაგმეს. დეკლარაცია გაზეთ „Bild”–ში გამოქვეყნდა. მას 80 ცნობილმა პიროვნებამ, მათ შორის გერმანიის ყოფილმა კანცლერებმა ჰელმუტ შმიდტმა და გერჰარდ შრიოდერმა , ცნობილმა ექს–ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა, მსახიობმა კაროლინ გერტფურტმა და სხვა ცნობილმა სახეებმა მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები