ისლანდია ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაუქმებას აპირებს

ისლანდიის პრემიერ მინისტრი სიგმიუნდიურ დავიდ გუნლაუგსონი უახლოეს მომავალში გეგმავს ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკან გამოითხოვოს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ადგილობრივ რადიოსადგურ „Bylgjan“–თან ინტერვიუში განაცხადა. ამ ინფორმაციას ისლანდიური გაზეთი „Morgunblaðið“–ი იტყობინება.
ამ ნაბიჯის გადადგმამდე ისლანდიის პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება უნდა მიიღოს. პრემიერის მოლოდინით, ეს პროცესი ამ წლის დასაწყისშივე განხორციელდება. ისლანდიას და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2013 წლის აპრილში ისლანდიაში საერთო არჩევნების შემდეგ შეჩერდა, როდესაც ქვეყანაში გუნლაუგსონის მეთაურობით ევროგაერთიანებისადმი სკეპტიკურად განწყობილი მთავრობა ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები