სტივენ ფრაი 27 წლის პარტნიორზე დაქორწინებას აპირებს
პოპულარული ბრიტანელი მწერალი და მსახიობი სტივენ ფრაი თავის პარტნიორთან ელიოტ სპენსერთან ქორწინებას გეგმავს. ამ ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
ტელე–რადიო კორპორაციის ინფორმაციით, 57 წლის ფრაიმ და 27 წლის სპენსერმა ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით ნორფოლკის საგრაფოში, ქალაქ დირემის საბჭოს უკვე მიმართეს. პირველად ამ სიახლის შესახებ მკითხველებს გაზეთმა „Sun“–მა ამცნო. რის შემდეგაც ფრაიმ თავის ტვიტერზე დაწერა „ ოჰ, როგორც ჩანს საიდუმლო იყბედეს“. გარდა ამისა ფრაიმ ისიც აღნიშნა, რომ ქორწინების ცერემონიის ვიწრო წრეში აღნიშვნას გეგმავენ.
სტივენ ფრაი – ცნობილი ინგლისელი მსახიობი, მწერალი და დრამატურგია, რომელსაც დიდი აღიარება ბრიტანულ კომედიურ სერიალებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა.