მოსკოვში გენერალ–ლეიტენანტმა ანატოლი კუდრიავცევმა თავი მოიკლა
მოსკოვში რუსეთის არმიის გადამდგარმა გენერალ–ლეიტენანტმა ანატოლი კუდრიავცევმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი გენერლის სხეული მიჩურინის პროსპექტზე არსებულ მის სახლში აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით 77 წლის კუდრიავცევი კუჭის კიბოსგან გამოწვეული ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა, რის გამოც თვითმკვლელობა ჩაიდინა. გარდაცვლილმა თავი კარის სახელურზე გამობმული თასმების საშუალებით დაიხრჩო.