თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი იწვის

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც “კვირას” სახანძრო სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 60-80 კვადრატული მეტრის ფართობი.
ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ბრიგადებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები