სირიის კონფლიქტის მხარეები შესაძლოა, ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ
სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნულმა კოალიციამ ახალ ლიდერად ჰალედ ჰოჯა აირჩია. ამის შესახებ კოალიციის ფეისბუქის გვერდზეა ნათქვამი. ჰოჯამ 56 ხმა დააგროვა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კოალიციის უკვე ყოფილმა ლიდერმა ჰადი ალ-ბახრამ საკუთარი კანდიდატურის ხელახლა წამოწევაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, დეკემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა დამასკოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, შესთავაზოს შეხვედრის ჩატარება მოსკოვში, სადაც სირიის კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების მეორე ეტაპის ფორმატის განხილვა შეეძლებათ. ბოგდანოვის თქმით, შეხვედრები შესაძლოა, იანვრის ბოლომდე შედგეს.