გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
თბილისიდან ქარელის მიმართულებით მოძრავი “მერსედესის” მარკის მიკროავტობუსი სოფელ ახალსოფელთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება 11-მა მგზავრმა მიიღო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებულები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები