ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის გაუქმებას გეგმავს
ისლანდიის ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ Parliament Magazine-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სიგმუნდურ დავიდ გუნლაუგსონმა განაცხადა.
მისი თქმით, 2009 წელს მიწერილი განაცხადი უახლოეს მომავალში, ამ წლის დასაწყისში გაუქმდება. ზუსტი თარიღი არ სახელდება. ისლანდიის პრემიერის თქმით, ადრე მიღწეული ყველა შეთანხმება მოძველებულია.
შეგახსენებთ, ისლანდიამ ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წლის ივლისში მას შემდეგ გაუგზავნა, რაც უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ პერიოდშივე გამოითქვა აზრი, რომ გაწევრიანებამ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა უზრუნველყოს.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და ისლანდიას შორის დაძაბულობა გამოიწვია ევროკავშირის პოლიტიკამ თევზჭერის შესახებ, კერძოდ კი მასზე კვოტის დაწესებამ, რაც ხელს არ აძლევდა ისლანდიის ხელისუფლებას.