გიორგი ქადაგიძე: ჩემი იდუმალი სანტა ჟურნალი The Banker-ი ყოფილა

ჩემი იდუმალი სანტა ჟურნალი The Banker-ი ყოფილა – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე The Banker-ის მიერ ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად მისი დაასახელების ფაქტს.
“ჩემი იდუმალი სანტა ჟურნალი The Banker-ი ყოფილა. ისე კი, ეს წოდება ეროვნული ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და საკუთრებაა. ვულოცავ მათ და მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს და სამართლიან კრიტიკოსს“, – წერს გიორგი ქადაგიძე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker-მა, რომელსაც Financial Times Group-ი ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები