ჰოლანდიის პოლიციამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ბუნკერში მარიხუანა აღმოაჩინა

ჰოლანდიის პოლიციამ მარიხუანას სასათბურე მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ბუნკერში აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას აღმოჩენილი სასათბურის შესახებ ტურისტებმა განუცხადეს.
სასათბურეში, რომელიც ჰააგას ჩრდილოეთით პატარა ქალაქ კატვეიკში აღმოაჩინეს, 168 მცენარე ხარობდა. მათი უმეტესობის სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებდა. მცენარისთვის აუცილებელ ელექტროენერგიას სასათბურის მფლობელები გვერდით მდებარე სადგურიდან იპარავდნენ.
სამართალდამცავების მტკიცებით, აღმოჩენილი მარიხუანა განადგურებულია.
ბუნკერი, რომელშიც მარიხუანა იპოვეს, იმ ნაგებობის ნაწილია, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ 1942-1944 წლებში ატლანტიკის ევროპული სანაპიროს გასწვრივ შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები