ბელგიაში სერიულ მოძალადეს ევთანაზიის ნება დართეს

ბელგიის იუსტიციის სამინისტროს კომისიამ მკვლელის და მოძალადე ფრანკ ვან დენ ბლიკენის ევთანაზიის თარიღი გამოაცხადა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, 51 წლის მოძალადეს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისი ევთანაზია ციხის კლინიკაში 11 იანვარს არის დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ გაუპატიურების სერიისა და მოზარდი გოგონას მკვლელობისთვის ციხეში 30 წელი გაატარა. მან თავად სთხოვა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, სიკვდილის ნება დაერთოთ, რადგან მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ამ დაავადების მკურნალობის მეთოდები კი არ არსებობს. ცნობისთვის, ევთანაზიის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ, 2002 წლიდან ვან დენ ბლიკენი პირველი გასამართლებული იქნება, რომელიც სიკვდილის ამ მეთოდს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები