თელავში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
თელავში, სოფელ ვარდისუბანში მდინარე თურდოს ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე თქმით, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
„სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 18 ძირი ფიჭვისა და ვერხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 5470 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შსს თელავის რაიონულ სამმართველოში“,- აცხადებენ სამინისტროში.