პოლიციელმა ბათუმში ახალგაზრდა ქალი გადაარჩინა

ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა თენგიზ მახარაძემ ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინა.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით,საღამოს საათებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ბათუმელი ქალბატონი ზღვაში შევიდა და, სავარაუდოდ, თავის დახრჩობას აპირებდა.
თენგიზ მახარაძე სწორედ იმ დროს შემოვლას აწარმოებდა, მან შენიშნა, რომ ახალგაზრდა ქალი ზღვაში შევიდა. ვიცე-პოლკოვნიკმა ტალღებიდან ქალბატონის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.
ახალგაზრდა ქალბატონი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას დაუყოვნებლივ პირველადი დახმარება ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები