თურქეთის რესპუბლიკის ისტორიის მანძილზე ქრისტიანულ ტაძარს პირველად ააგებენ
1923 წლიდან მოყოლებული, თურქეთის რესპუბლიკის ისტორიის მანძილზე ქრისტიანული ტაძრის აგების ნებართვა პირველად გაიცა. ამ ინფორმაციას გამოცემა „Haaretz“–ი ავრცელებს. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სტამბულში სირიული ქრისტიანული ტაძარი აიგება. აქამდე თურქეთის რესპუბლიკაში მხოლოდ არსებული ტაძრების რემონტის უფლება გაცემულა.
შეგახსენებთ თურქეთში თითქმის 80 მილიონიანი მუსლიმანური მოსახლეობის გვერდით 100 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს.