საქართველოს მოქალაქე სტამბოლში “ადამიან-ობობად” იქცა და აპარატებს ძარცვავდა

მეტროში ბილეთების აპარატებიდან 40 ათასი ლირის მომპარავი ქურდები კამერებმა დააფიქსირეს.
შემთხვევა თურქეთში, სტამბოლის მეტროში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეტროში მდებარე ბილეთების აპარატებიდან მძარცველებმა დაახლოებით 40 ათასი ლირა მოიპარეს. უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებული მძარცველებიდან ერთ – ერთი ადრე საქართველოში პოლიციაში მუშაობდა. მან შემთხვევის ადგილამდე ხოხვით შეაღწია.
სტამბოლის მეტროებში დაბუდებული მძარცველების სამიზნე ამჯერად დღიურად ათასობით მოქალაქის მიერ სამგზავრო ბარათებზე თანხის ჩასარიცხი აპარატები გახდა. როგორც ირკვევა, ღამით 4 ეჭვმიტანილი მეტროსთან მივიდა. ეჭვმიტანილებიდან ერთ – ერთმა, რომელსაც „ადამიანი – ობობას“ ფორმა ეცვა, ჟალუზი ლურსმნის ამოსაღები ხელსაწყოთი ასწია და ხოხვით შიგნით შეაღწია. დროის დაკარგვის გარეშე ბილეთების აპარატებისკენ გაემართა და ისინი სპეციალური ხელსაწყოთი გახსნა. ფულის მოპარვის შემდეგ ქურდმა ტერიტორია იმავე მეთოდით დატოვა, როგორც შევიდა, და თანმხლებ პირებთან ერთად მეტროს ტერიტორია მიატოვა. ეს მომენტები კი კამერებმა ზედმიწევნით დააფიქსირა. ჩანაწერები გულმოდგინედ იქნა შესწავლილი.
მეორე დილით მეტროში მისულმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილას მოსულმა პოლიციის ეკიპაჟებმა ბილეთების აპარატიდან თითის ანაბეჭდები აიღო და მეტროში არსებული უსაფრთხოების კამერების შესწავლა დაიწყო. უსაფრთხოების კამერების შესწავლისას კადიკოიის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლება დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილთაგან ერთ – ერთ ძარცვისა და ქურდობისათვის 35 – ჯერ ბრალდებული ჰაირეთთინ აიდინი იყო. მათ საქართველოს მოქალაქე რესულ ბაბაევიც გამოააშკარავეს. დადგენილი პირების დასაკავებლად ჩატარებული ღონისძიება შედეგიანი აღმოჩნდა და ეჭვმიტანილები დააკავეს. მათგან ერთ-ერთი „ადამიანი – ობობას“ ფორმაში გამოწყობილი რესულ ბაბაევი ადრე საქართველოში პოლიციელად მუშაობდა. სახლის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ხელსაწყო და ნარკოტიკი იპოვეს, ასევე – ჩანთა – ყალბი ფულითა და პოლიციის ყალბი ჟეტონით. დაკავებული ეჭვმიტანილები სასამართლომ ციხეში გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები