ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი შეუერთდა. ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერს და ქართული დელეგაციის წევრებს მიესალმა და ხელი ჩამოართვა. ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ესწრებოდნენ.