პუტინმა ობამას და მერკელს ახალი წელი მიულოცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს საახალწლო მილოცვა გაუგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ობამასთვის მიწერილ მილოცვაში პუტინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით თანამშრომლობა, შესაძლოა, წარმატებულად განვითარებულიყო.
პუტინმა ასევე რუსეთსა და გერმანიის შორის ურთიერთობების განმტკიცების იმედი გამოთქვა. რუსეთის ფედერაციის ლიდერის საახალწლო მილოცვები ასევე სხვა ქვეყნების ლიდერებს გაეგზავნა, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს სი ცზინპინს, დიდი ბრიტანეთის პრემიერს დევიდ ქემერონს, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და იაპონიის პრემიერს სინძო აბეს.
ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის გაგზავნილ მილოცვაში პუტინმა ერთობლივი მუშაობის იმ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ამოქმედებას შუწყო ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები