კანადაში მამაკაცმა 8 ადამიანი მოკლა

კანადის ქალაქ ედმონტონში მამაკაცმა 8 ადამიანი მოკლა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შემდეგ მკვლელმა თავი მოიკლა. მან დანაშაული სამ სხვადასხვა ადგილას ჩაიდინა. ერთ სახლში 7 გვამი აღმოაჩინეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ედმონტონის პოლიცია აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ეს ქალაქ ედმონტონში 1956 წლიდან ყველაზე მასობრივი მკვლელობაა. არის თუ არა მოკლულთა შორის ნათესაური კავშირი, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, დამნაშავეს კრიმინალური წარსული აქვს. პირველი მკვლელობა მან 1987 წელს ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები