„არაერთხელ მოგვისმენია განცხადება, რომ ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების შეზღუდვა ემუქრება“

არაერთხელ მოგვისმენია განცხადება, რომ ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების შეზღუდვა ემუქრება – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ახალგორის მოსახლეობას შესაძლოა მალე თავისუფალად გადაადგილება შეეზღუდოს.
„არაერთხელ ყოფილა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგორის მოსახლეობას, ისევე, როგორც გალის მოსახლეობას, თითქოსდა გადაადგილების შეზღუდვა ემუქრებათ. ამ ტიპის ინფორმაციის ისევე, როგორც საქონლის გადატანაზე შეზღუდვის ინფორმაციის გავრცელება ყოველთვის ხდება, მაგრამ არც ერთი ამ ტიპის ინფორმაციის რეალიზება არ მომხდარა. მგონია, რომ გონიერება გაიმარჯვებს და პროცესები იმავე ფორმით გაგრძელდება, რა ფორმითაც აქამდე იყო“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები