პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიებები ჩატარდა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით გორის, კასპის, ხაშურისა და მცხეთის რაიონებში საქველმოქმედო ღონისძიებები ჩატარდა.
საოლქო და რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები და მცირე ტიპის საოჯახო საბავშვო სახლები მოინახულეს და მათ საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები – ნაძვის ხე და მოსართავი სათამაშოები გადასცეს.
ღონისძიების მიზანია შეჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები