გლდანის რაიონის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის თანამშრომლებმა რაიონში რეგისტრირებულ უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ 4380 ბენეფიციარს და 300-ზე მეტ ხელმოკლე ოჯახს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები დაურიგეს. დღესვე გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ გამგეობაში განცხადებით შემოსულ 100 -ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც უფასო კვებით არ სარგებლოენ, საახალწლო ნობათი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები