აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება

აფხაზეთიდან დევნილი 107 ოჯახი ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება. საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” ვაჟა-ფშაველას N42-ში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი კორპუსის გაზიფიცირება დაასრულა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და “ყაზტრანსგაზ-თბილისის” დროებითმა მმართველმა გია ბენაშვილმა დაათვალიერეს.
დავით ნარმანია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა, რათა დევნილ ოჯახებს ახალ წლამდე ჰქონოდა ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა.
მისივე თქმით, თბილისის მერია განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ყველაფერს გააკეთებს დევნილთა პრობლემების ეტაპობრივად გადასაჭრელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები