თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულების ადვოკატები თავდებით გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და კანონით დადგენილ ვადებში გადაწვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.