მალაიზიური ავიალაინერი რადარებიდან გაუჩინარდა

  მალაიზიური ავიაკომპანია “ეარ აზიას” თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა.
ავიალაინერში 162 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ბორტთან კონტაქტი ადგილობრივი დროით 07:24 საათზე გაწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა. კომპანიამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო.
162 მგზავრს შორის სამი სამხრეთ კორეელია, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი მალაზიაში და ერთი სინგაპურში მცხოვრები, დანარჩენები კი ინდონეზიის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები