შვიდტონიანი მანგო მოიპარეს

  ავსტრალიის ქვინსლენსდის შტატის ქალაქ ბოუენში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში დამონტაჟებული ათმეტრიანი მანგოს სკულპტურა დაიკარგა, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. ქალაქის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის პაულ მაკლაფლინის თქმით, გიგანტური ხილი ღამე მძიმე ტექნიკის გამოყენებით დამონტაჟდა. გიგანტური ხილის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პაულ მაკლაფლინის განცხადებით, სკულპტურას აუცილებლად იპოვიან. პოლიციისთვის გიგანტური ხილის დაკარგვის თაობაზე ჯერ არ მიუმართავთ. როგორც „გარდიანი“ წერს, ეს ინციდენტი მარკეტინგული ტრიუკია, თუმცა ამ ფაქტს პაულ მაკლაფლინი უარყოფს. გიგანტური მანგო 2002 წელს დაამონტაჟეს. მისი წონა შვიდი ტონაა. ის 90 ათასი დოლარი დაჯდა. მანგოს სკულპუტრა 150 გიგანტურ სკუპლტურას შორის შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები