ლუკაშენკომ ბელორუსიის მთავრობაში მასობრივი საკადრო ცვლილებები განახორციელა
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში მასობრივ საკადრო გადაადგილებებს ახორციელებს. თავისი პოსტები ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა და ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელმა, ასევე განათლების, საგადასახადო, ეკონომიკის , მრეწველობის მინისტრებმა დაკარგეს.
გარდა ამისა, ქვეყანაში წამყვანი სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებიც შეიცვალა. რესპუბლიკის პრემიერის პოსტზე მიხეილ მიასნიკოვი ანდრეი კობიაკოვმა ჩაანაცვლა, რომელიც 2012 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელად „ბელვნეშეკონომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი პავლე კალაური დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ნადეჟდა ერმაკოვა შეცვალა.
„მსოფლიოში არცთუ მარტივი სიტუაციაა, ხოლო ჩვენი ეკონომიკა სამწუხაროდ გარე ბაზრებზე ძალზე დამოკიდებულია. ამავე დროს შიდა პრობლემებიც სამყოფად გვაქვს და ჩვენ იდეალური წესრიგი უნდა დავამყაროთ, რათა მსოფლიო ეკონომიკის მიერ ჩვენზე მოხდენილი ნეგატიური გავლენის მინიმიზება მოვახდინოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ახალმა პრემიერმა კობიაკოვმა.
ბელორუსიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს რესპუბლიკაში ფინანსური სიტუაციის გაუარესებას უკავშირებენ. თუმცა საკადრო ცვლილებების მიზეზებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
წყარო: gazeta.ru