ერდოღანი: თურქული პრესა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაეპ ერდოღანი თურქულ მედიას მსოფლიოში ყველაზე თავისუფლად მიიჩნევს. ამ ინფორმაციას „France-Presse“ ავრცელებს. „არსად მსოფლიოში პრესა ისეთი თავისუფალი არაა, როგორც თურქეთში. მე ჩემ სიტყვებში დარწმუნებული ვარ“, – აცხადებს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტი თვლის, რომ თურქ ჟურნალისტებს შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ რიგი მოქმედებების უფლება, რომელსაც „დემოკრატიული ქვეყნებშიც კი ვერ მოითმენენ“. ერდოღანმა თურქეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ ყოველგვარი ზეწოლის შემთხვევები უარყო. თუმცა ფაქტია, რომ 2012 და 2013 წლებში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე სწორედ თურქეთი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები