კახა კალაძემ კოალიციიდან ალასანიას პარტიის გასვლის დადებითი მხარე დაასახელა

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლის დადებით მხარეს ასახელებს.
როგორც მან “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, პარტიიას შეუძლია ხელისუფლებას ღირსეული ოპონირება გაუწიოს.
ენერგეტიკის მინისტრმა თავდაცვის ექსმინისტრის ის განცხადებაც გაიხსენა, სადაც ალასანიამ პროკურატურის მხრიდან ევროატლანტიკური კურსის ხელშეშლაზე ისაუბრა.
“ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ თითქოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ხელს უშლიდა ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს, რა თქმა უნდა ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება კოალიციიდან “თავისუფალი დემოკრატების” გასვლას, ჩემთვის ეს ფაქტი გულდასაწყვეტი იყო, რადგან ჩვენ 2 წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. თუმცა, მათ გასვლას ააქვს ერთი დადებითი მხარეც, ჩამოყალიბდა ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ღირსეულ და რეალურ კონკურენციას გაუწევს და ეს აუცილებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ პირველი არხის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები