ხერსონში, ვალუტის გადაცვლის პუნქტში მამაკაცმა თავი აიფეთქა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ ხერსონის ოლქში ვალუტის გადაცვლის პუნქტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ცნობილია, რომ პუნქტში მამაკაცმა თავი აიფეთქა.
„27 დეკემბერს 11.00 ხერსონის ოლქში შსს-ს მთავარი სამმართველოს სუვოროვის სამორიგეო ნაწილში სატელეფონო ნომერზე „102“ 45 წლის ადგილობრივი მოსახლის შეტყობინება შემოვიდა. ხერსონელმა მოყვა, რომ ვალუტის გადაცვლის პუნქტში, რომელიც ქალაქის ცენტრშია განლაგებული, დაახლოებით 25-30 წლის უცნობი მოქალაქე შემოვიდა. მამაკაცს ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანი ჰქონდა დამაგრებული, რომელიც მან აამუშავა“, – განაცხადეს ხერსონის მილიციის პრესსამსახურში.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად უცნობი მოქალაქე ადგილზევე დაიღუპა. სხვა არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილის მახლობლად ქუჩაში სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები