“АТО“-ს ზონაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს 40 პაციენტი სიცივისგან და შიმშილისგან დაიღუპა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

  უკრაინაში კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ჯანდაცვის კუთხით სამწუხაროა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკრაინაში დორიტ ნიტცანმა განაცხადა. სტატისტიკური მონაცემებით, კონფლიქტის ზონის რაიონებში 2014 წლის სექტემბრიდან არცერთი ბავშვი არ არის ვაქცინირებული. გარდა ამისა, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში 40 პაციენტი სიცივისგან, შიმშილისგან და სამედიცინო მომსახურების არარსებობისგან დაიღუპა. ფრონტის ხაზებს შორის მდებარე 60 სოფელში არ დარჩა სამედიცინო პერსონალი, ამ სოფლებში შეღწევა საბრძოლო მოქმედებების გამო შეუძლებელია, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეტყობინებაში.
ცნობილია ასევე, რომ საარტილერიო სროლის შედეგად 10 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა.
„სამედიცინო დახმარების მიმართ წვდომის აღდგენა სასწრაფო წესითაა აუცილებელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც გაეროს სისტემის დაწესებულებებიდან, უკრაინის წითელი ჯვრიდან, საერთაშორისო წითელი ჯვრიდან, ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრების გარეშე“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პარტნიორებთან ერთად მუშაობს“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები