დალაი-ლამა: მესამე მსოფლიო ომი არ იქნება
თანამედროვე სამყაროში მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად რეალური წინაპირობა არ არსებობს. ასეთი მოსაზრება დალაი-ლამა XIV თენზინ ჰიაცომ გამოთქვა.
ბუდისტების სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული კრიზისი ღია დაპირისპირებამდე არ მიგვიყვანს.
ეს განცხადება დალაი-ლამამ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. დალაი-ლამას თქმით, ყველამ ემოციები კონტროლზე უნდა აიყვანოს, მხოლოდ ასეა შესაძლებელი მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება.
„კონფლიქტში ჩართულ ადამიანებს ძლიერი ემოციები ავსებთ. ამ ემოციების გაჩენა გარდაუვალი ხდება, თუ „ჩვენიანებს“ და „უცხოებს“ შორის გადაულახავ ბარიერს ვქმნით. როდესაც ემოციები ადამიანის გონებას აბნელებს და კონტროლს აღარ ექვემდებარება, ჩვენ ლოგიკური აზროვნების უნარს ვკარგავთ. ჩვენ ჯანსაღ გონებას აღარ მივმართავთ და ვერ ვხედავთ, რომ კაცობრიობა, თავისი არსით, ერთიანია“, – განაცხადა დალაი-ლამამ.